„იუვენტუსის“ ფეხბურთელებს მაურიციო სარის დანიშვნის შესახებ გამოუცხადეს
დიდი ალბათობით, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ამ ზაფხულს ტურინის „იუვენტუსს“ ჩაუდგება სათავეში. როგორც ორი წყარო – „დეილი მეილი“ და „ტუტოსპორტი“ ამტკიცებს, იტალიის ჩემპიონის ფეხბურთელებს უკვე გამოუცხადეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 60 წლის იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ.
„ჩელსის“ წარმომადგენელი ბრიუს ბაკი ოთხშაბათს შეხვდა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მწვრთნელის ტურინში მომავალი გადაბარგების დეტალების განსახილველად.
ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ, „იუვენტუსს“ ტოვებს მასიმილიანო ალეგრი.