„იუვენტუსის“ ფეხბურთელები ანდრეა პირლოთი უკმაყოფილონი არიან
„იუვენტუსის“ ფეხბურთელები ანდრეა პირლოთი უკმაყოფილონი არიან

“იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო არ განიხილავს თავის ფეხბურთელებთან ტაქტიკურ სქემებს. მის ნაცვლად ამას აკეთებს თანაშემწე იგორ ტუდორი, ხოლო რობერტო ბარონიო მითითებებს თამაშის დროს იძლევა. ის ფაქტი, რომ პირლო არ ელაპარაკება მოთამაშეებს, დაბნეულობა შეაქვს ფეხბურთელებში და მათ უკმაყოფილებას იწვევს.

როგორც გაზეთი „კორიერე დელა სერა“ წერს, ასეთივე სიტუაცია იყო გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მაურიციო სარისთან დაკავშირებით. წყარო აღნიშნავს, რომ პირლოს დუმილი ნეგატიურ გავლენას ახდენს გუნდის ფორმირებაზე და ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პაულო დიბალა ან დეიან კულუშევსკი, ვერ იგებენ – რას ითხოვს მათგან მწვრთნელი.

იწერება, რომ გუნდში არსებობს დაძაბულობა, რომელიც არ უკავშირდება იმას, თამაშობს თუ არა მატჩში კრიშტიანო რონალდო.

სერია A-ს ბოლო ტურში „იუვენტუსმა“ გასვლაზე 1:1 ითამაშა „ბენევერტოსთან“ და ახლა, გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მისი ჩამორჩენა ლიდერ „მილანთან“ ექვს ქულას შეადგენს.