„იუვენტუსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „სპეციასთან“ და რონალდოს კიდევ ერთი რეკორდი [ვიდეო]
იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში „იუვენტუსმა“ „სპეციას“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მე-80 წუთზე მესამე გოლი ტურინელთა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გაიტანა და კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.
საქმე ისაა, რომ ტოპ 5 ევროპულ ლიგაში რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 12 სეზონის განმავლობაში (თითეული სეზონში) მინიმუმ 20 ბურთი გაიტანა.
სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ მესამე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ინტერს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.
12 – Cristiano Ronaldo is the first player to score 20+ goals in each of the last 12 seasons in the top-5 European Leagues. Giant.#JuveSpezia pic.twitter.com/UN1LBAwBRc
— OptaPaolo (@OptaPaolo) March 2, 2021