ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ლევერკუზენის“ ფორვარდის პატრიკ შიკის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს. იტალიური გუნდისთვის პრიორიტეტად რჩება დუშან ვლაჰოვიჩისთვის ხარისხიანი შემცვლელის ძიება.
Sky Deutschland-ის ინფორმაციის თანახმად, შიკი მზადაა „ლევერკუზენიდან“ წასასვლელად ამ გუნდში ოთხი წელი თამაშის შემდეგ. „იუვენტუსი“ ჩეხ ფორვარდს ვლაჰოვიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, მაგრამ გარიგების განხორციელება იოლი არ იქნება.
„ლევერკუზენი“ აპირებს შიკის შენარჩუნებას, რადგან მისი კონტრაქტი მხოლოდ 2027 წლის ზაფხულში იწურება.
პატრიკ შიკმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში პოკერი შეასრულა „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ, ყველა ტურნირზე კი 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა.