„იუვენტუსი“ ზაფხულში დი მარიას გაუშვებს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ზაფხულში დი მარიას გაუშვებს #1TVSPORT

ანხელ დი მარია ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „იუვენტუსს“.

არგენტინელი ნახევარმცველის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე მუშაობდნენ, მაგრამ „იუვენტუსის“ სატრანსფერო სტრატეგია შეიცვალა. იტალიურმა კლუბმა გადაწყვიტა, უარი თქვას დი მარიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

35 წლის დი მარია „იუვენტუსში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. მან წელს სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.