„იუვენტუსი“, „ვულვერჰემპთონი“ და „ბენფიკა“ „ბოტაფოგოს“ ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდნენ
„იუვენტუსი“, „ვულვერჰემპთონი“ და „ბენფიკა“ „ბოტაფოგოს“ ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდნენ

„ბოტაფოგოს“ ახალგაზრდა ვინგერი ლუის ენრიკე, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, რომელიმე წამყვან ევროპულ კლუბში აღმოჩნდება.

ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ ლუის ენრიკეს საკუთარ გუნდში გადმოყვანა „იუვენტუსს“, „ვულვერჰემპთონსა“ და „ბენფიკას“ სურთ.

სამ ევროპულ კლუბს შორის ფავორიტი, რა თქმა უნდა, ტურინული გრანდია, როგორც ფინანსური შესაძლებლობებით, აგრეთვე „ბოტაფოგოსთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით.