„იუვენტუსი“ ვან დეიკის სარეკორდო თანხად შეძენას აპირებს
„იუვენტუსი“ ვან დეიკის სარეკორდო თანხად შეძენას აპირებს

„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი, შესაძლოა, 2020 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ტურინული კლუბის ბოსები „ლივერპულისთვის“ ამზადებენ გრანდიოზულ შეთავაზებას – 180 მილიონი ევრო ნიდერლანდელის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგა, ვან დეიკი კარიერაში მეორედ გახდება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი.

„ლივერპულმა“ ვან დეიკი 2018 წლის იანვარში შეიძინა „საუთჰემპტონიდან“ და მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადა. მაშინ ეს თანხა სარეკორდო იყო ისტორიაში მცველებისთვის. თუმცა, მოგვიანებით რეკორდი გაუმჯობესდა „იუვენტუსში“ მატეის დე ლიხტისა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰარი მაგუაირის გადასვლის შემდეგ.

ამ სეზონში ვან დეიკმა 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.