„იუვენტუსი“ უკრაინული გუნდის ბრაზილიელი მცველით ინტერესდება
„იუვენტუსი“ უკრაინული გუნდის ბრაზილიელი მცველით ინტერესდება

დონეცკის „შახტარის“ ბრაზილიელი მცველი მარკოს ანტონიო ტურინის იუვენტუსის ინტერესის სფეროში მოხვდა. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატო“ ავრცელებს.

იტალიური გრანდი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვით ის ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს, შემდეგ კი იჯარის წესით სასუოლოში გაუშვებს.

მიმდინარე სეზონში მარკოს ანტონიომ უკრაინული გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ბრაზილიური „შახტარში“ პორტუგალიური „ეშტორილიდან“ გადავიდა.