„იუვენტუსი“ სპალეტის კონტრაქტს გაუგრძელებს #1TVSPORT

09:14, 07.03.2026

ტურინის „იუვენტუსი“ აპირებს, ხელშეკრულება გააგრძელოს მთავარ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან.

გაზეთ „ტუტოსპორტის“ მონაცემებით, 66 წლის სპეციალისტმა გამოთქვა მზადყოფნა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებისთვის, რადგან მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება. მოლაპარაკებები კლუბის სპორტულ ხელმძღვანელობასთან მომდევნო კვირას დაიწყება.

ამასთან, სპალეტი ითხოვს გარანტიებს იქამდე, სანამ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ლაპარაკია სატრანსფერო ბაზარზე რეალურ პერსპექტივებსა და იმ მიზნების აღქმაზე, რომლის მიღწევაც „იუვენტუსს“ სურს.

სპალეტის უნდა, მინიმუმ, თითო უმაღლესი დონის ფეხბურთელი თითოეულ ხაზში, რის გაჟღერებასაც აპირებს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მსგავსი