„იუვენტუსი“ სერია A-ს საუკეთესო მცველს ყიდულობს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ სერია A-ს საუკეთესო მცველს ყიდულობს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“ თანაქალაქელ „ტორინოსთან“ შეათანხმა ბრაზილიელი ცენტრალური მცველის გლეისონ ბრემერის ტრანსფერი.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „ბიანკონერი“ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

„იუვენტუსმა“ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ფეხბურთელთან და მასთან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ტურინელებმა ბრემერისთვის ბრძოლაში „ინტერს“ აჯობეს, რომელიც ბრაზილიელში 30 მილიონ ევროს იხდიდა.

ბრემერი შარშანდელი სეზონის შედეგების მიხედვით სერია A-ს საუკეთესო მცველად აღიარეს. ის „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში 33 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.