„იუვენტუსი“ რონალდოს ნეიმარში გაცვლას გეგმავს
„იუვენტუსი“ რონალდოს ნეიმარში გაცვლას გეგმავს

ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ კრიშტიანო რონალდო „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ თავდამსხმელში გაცვალოს, – ირწმუნება  Tuttоmercatoweb.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინელებს არ სურთ, რომ 35 წლის პორტუგალიელს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და მის შემცვლელს ეძებენ. ამასთანავე, საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე რონალდოს ანაზღაურება კლუბს ძვირი უჯდება.

ნეიმარის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წელს იწურება და როგორც პრესაში წერენ, ნეიმარი პსჟ-თან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს.