„იუვენტუსი“ რაულ ხიმენესით დაინტერესდა
„იუვენტუსი“ რაულ ხიმენესით დაინტერესდა

„ვულვერჰემპთონის“ მექსიკელი თავდამსხმელი, შესაძლოა ინგლისიდან იტალიის ჩემპიონატში გადავიდეს, – იუწყება The Times.

გამოცემის ინფორმაციით, რაულ ხიმენესი ტურინული გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მის გადმობირებას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ „ვულვერჰემპთონის“ 29 წლის თავდამსხმელის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულსაც“ სურთ. შესაბამისად, ტურინელებს სერიოზული კონკურენცია ელოდებათ.

„ვულვერჰემტონს“ კი სხვა არაერთი კლუბის მგავსად ფინანსური კრიზისი აქვს და რაულ ხიმენესის სარფიანად გასხვისებაზე უარს არ იტყვის.

დატოვე კომენტარი