„იუვენტუსი“ პოგბას მოელაპარაკა #1TVSPORT
„იუვენტუსი“ პოგბას მოელაპარაკა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

იტალიური პრესის ცნობით, ტურინული კლუბი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებს 29 წლის ფრანგთან, რომელიც 30 ივნისს გახდება თავისუფალი აგენტი. აღნიშნავენ, რომ ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ ივლისში გამოცხადდება.

პოგბა უკვე იცავდა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-16 წლებში.

დატოვე კომენტარი