„იუვენტუსი“ მზად არის, ჰაალანდს წელიწადში სამი მილიონი ევრო გადაუხადოს
„იუვენტუსი“ მზად არის, ჰაალანდს წელიწადში სამი მილიონი ევრო გადაუხადოს

ტურინის „იუვენტუსს“ სურს, რომ ავსტრიული „ზალცბურგის“ 19 წლის თავდამსხმელი შეიძინოს.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზა.

მომხიბლავი წინადადების მიუხედავად, 19 წლის ვარსკვლავის დათანხმება ადვილი არ იქნება.

ტურინელებს ნორვეგიელი ტალანტის მოსაპოვებლად „რეალთან“, „ნაპოლისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოუწევთ კონკურენციაში შესვლა. ერლინგ ჰაალანდით, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ჰაალანდმა ავსტრიის ჩემპიონატში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 ბურთი გაიტანა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია 19 წლის ფორვარდის სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე – 5 მატჩი და 8 გოლი.

დატოვე კომენტარი