იუვენტუსი მონაკოს ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდა
იუვენტუსი მონაკოს ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდა

კორიერე დელოს სპორტის ინფორმაციით, იუვენტუსის სატრანსფერო არეალში კიდევ ერთი მოთამაშე მოხვდა.
როგორც ცნობილი ხდება, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა მონაკოს ამომავალ ვარსკვლავ პიეტრო პელეგრის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

იტალიური მედიის თანახმად, 18 წლის ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბთან დეტალები ვერ შეათანხმა და ზაფხულში გუნდის შეცვლას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსის გარდა, პელეგრის ყიდვით მილანის ინტერია  დაინტერესებული.