„იუვენტუსი“ მომავალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ განაცხადა, რომ იგორ ტუდორი დარჩება მომავალ სეზონში ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ხორვატი სპეციალისტი, შესაძლოა, წასულიყო „იუვენტუსიდან“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
„იგორ ტუდორი ჩვენი მწვრთნელი იქნება 2025-26 წლების სეზონში. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა კომოლიმ პრესკონფერენციაზე.
ტუდორი „იუვენტუსს“ 2025 წლის მარტში ჩაუდგა სათავეში. ტურინელებმა გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.