„იუვენტუსი“ მოდრიჩის ტრანსფერს ამზადებს
„იუვენტუსი“ მოდრიჩის ტრანსფერს ამზადებს

„ოქროს ბურთის“ მფლობელი, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს არის, – იტყობინება Sport Mediaset.

იტალიურ და ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის ჩემპიონი „რეალს“ 33 წლის ხორვატის გადაბირების თაობაზე უკვე დაუკავშირდა. მხარეები შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ.

აღვნიშნავთ, რომ მოდრიჩის კონტრაქტი „რეალთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.