„იუვენტუსი“ მილინკოვიჩ-სავიჩს კონტრაქტზე მოელაპარაკა
„იუვენტუსი“ მილინკოვიჩ-სავიჩს კონტრაქტზე მოელაპარაკა

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ახლოს არის „იუვენტუსში“ გადასვლასთან. როგორც „სკაი სპორტს იტალია“ ამტკიცებს, 24 წლის სერბი იტალიის ჩემპიონის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

ირკვევა, რომ შეთანხმება „იუვენტუსსა“ და მილინკოვიჩ-სავიჩს შორის უკვე შედგა. ახლა, ტურინელები უნდა მოელაპარაკონ „ლაციოს“, რომელიც მზად არის შეელიოს ნახევარმცველს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ამ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა 41 მატჩი ჩაატარა „ლაციოში“ და შვიდი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი