„იუვენტუსი“ ლილიან ტიურამის 16 წლის ვაჟით დაინტერესდა

22:22, 06.12.2017

ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესებულია “მონაკოს” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველის კეფრენ ტიურამის გაფორმებით. ეს ფეხბურთელი ლეგენდარული ფრანგი მცველის ლილიან ტიურამის ვაჟია. უფროსი ტიურამი იტალიურ გრანდში 2001-2006 წლებში თამაშობდა.

16 წლის კეფრენ ტიურამი 19-წლამდელთა გუნდის განაცხადშია შეყვანილი და რამდენიმე მატჩი ჩაატარა უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში.
საფრანგეთში ახალგაზრდა ფეხბურთელს თამაშის მანერით პატრივ ვიეირას ადარებენ, რომელიც ასევე თამაშობდა “იუვენტუსში”.

მსგავსი