„იუვენტუსი“ ლეონარდო ბონუჩის იბრუნებს
„იუვენტუსი“ ლეონარდო ბონუჩის იბრუნებს

იტალიის ნაკრების ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.

როგორც იტალიური პრესა წერს, ტურინული კლუბი  „მილანს“ გაცვლაზე მოელაპარაკა – ბონუჩის ნაცვლად, ტურინელები  მცველ მატია კალდარას მიიღებენ, რომელიც ბოლო სეზონნახევარი იჯარით ბერგამოსატალანტაში“ იყო.

ლეონარდო ბონუჩი ერთი წლის წინ, 42 მილიონ ევროდ „იუვენტუსიდან“ „მილანში“ გადავიდა.