„იუვენტუსი“ კორონავირუსისგან მაურიციო სარის განსაკუთრებულად იცავს - იტალიელი სპეციალისტი დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა
„იუვენტუსი“ კორონავირუსისგან მაურიციო სარის განსაკუთრებულად იცავს - იტალიელი სპეციალისტი დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა

ტურინის „იუვენტუსი“ მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის დაცვის განსაკუთრებით რეჟიმში გადაიყვანს მას შემდეგ, რაც კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

წყაროს ცნობით, სარის ტესტმა ვირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა იმის გამო, რომ 61 წლის სპეციალისტი დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა. გარდა ამისა, 2019-20 წლების სეზონის დასაწყისში პნევმონიით დაავადდა. ცნობილია, რომ ადამიანები ფილტვის პრობლემებით სერიოზული რისკის ქვეშ არიან.

კორონავირუსის გამო, იტალიის სერია A 3 აპრილამდეა შეჩერებული, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ პაუზა 3 მაისამდე გაგრძელდება.

„იუვენტუსში“ კორონავირუსი დაუდგინდათ მცველ დანიელე რუგანისა და ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის. ამის გამო, კლუბის 121 თანამშრომელი თვითიზოლაციაში აღმოჩნდა.