„იუვენტუსი“ კიეზას შეუთანხმდა
„იუვენტუსი“ კიეზას შეუთანხმდა

იტალიის ნაკრებისა და „ფიორენტინას“ ფორვარდმა ფედერიკო კიეზამ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ტურინის „იუვენტუსთან“, – დაწერა „სკაი სპორტ იტალიამ“.

„კიეზა ყოველთვის ოცნებობდა „იუვენტუსში“ თამაშზე და მზად არის დატოვოს „ფიორენტინა“ მხოლოდ ამ გუნდის სანაცვლოდ. ფორვარდის ხელფასი „იუვენტუსში“ ხუთი მილიონი ევრო იქნება. თუ „ინტერი“ ან „მილანი“ შესთავაზებენ ფეხბურთელს კონტრაქტს, ის მას უარყოფს. სწორედ ასეთი დაპირება აქვს მიცემული კიეზას „იუვენტუსის“ ბოსებისთვის“, – წერს გამოცემა.

გასულ სეზონში კიეზამ „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.