„იუვენტუსი“ ჯონათან დევიდით გაძლიერდება #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ჯონათან დევიდით გაძლიერდება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კანადის ნაკრების ფორვარდი ჯონათან დევიდი შეავსებს.

სამი წამყვანი იტალიური გაზეთის – La Gazzetta dello Sport-ის, Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია 25 წლის ფორვარდთან, რომელსაც ამოეწურა კონტრაქტი ფრანგულ „ლილთან“.

გასულ სეზონში დევიდი ლიგა 1-ის მეოთხე ბომბარდირი გახდა 16 გოლით. სულ მან ყველა ტურნირზე 49 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.