„იუვენტუსი“ „ინტერისთვის“ 2006 წლის სკუდეტოს ჩამორთმევას ითხოვს
„იუვენტუსი“ „ინტერისთვის“ 2006 წლის სკუდეტოს ჩამორთმევას ითხოვს

„იუვენტუსმა“ ახალი აპელაცია შეიტანა მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ტურინული კლუბი კვლავაც ითხოვს 2005-06 წლების სეზონზე „ინტერისთვის“ ჩემპიონობის ჩამორთმევას.

იმ სეზონზე სკუდეტო „იუვენტუსმა“ მოიპოვა, მაგრამ კორუფციული სკანდალის გამო, გუნდს ტიტული ჩამოართვეს და მეორეადგილოსან „ინტერს“ გადასცეს.

„იუვენტუსმა“ უკვე სცადა ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება, მაგრამ მისი აპელაცია უარყვეს.

„ინტერი“ და „იუვენტუსი“ მეშვიდე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება. ექვსი ტურის შემდეგ, „ინტერი“ უდანაკარგოდ 18 ქულით ლიდერობს, „იუვენტუსს“ 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი