„იუვენტუსი“ იგუაინის შემცლელად ჯეკოს შეძენას აპირებს
„იუვენტუსი“ იგუაინის შემცლელად ჯეკოს შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ეძებს ფორვარდს, გონსალო იგუაინის შესაცვლელად, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს გუნდს. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონმა ყურადღება მიაქცია „რომას“ ფორვარდს ედინ ჯეკოს. ბოსნიელის გადაბირებით, პირადად არის დაინტერესებული ტურინელთა დამრიგებელი მაურიციო სარი.

დღეისთვის, დედაქალაქურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს გუნდის ლიდერის გაყიდვას.

ამ სეზონში 34 წლის ჯეკომ 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.

25 ივნისს, ბოსნიელი „რომას“ ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა, მის ანგარიშზე 104 გოლი მოდის.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „რომა“ გეგმავს, რომ ჯეკოსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე ააგრძელოს.