„იუვენტუსი“ ფედერიკო გატისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ფედერიკო გატისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„იუვენტუსი“ ფედერიკო გატისთან მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზეა და მცველთან ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს, – წერს ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ გეგმებს თავად ფეხბურთელის გეგმებიც ემთხვევა და 25 წლის მცველს კარიერის ტურინულ გუნდში გაგრძელება სურს.

ფედერიკო გატი „იუვენტუსის“ რიგებს 2022 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ტურინულ კლუბში 33 მატჩი გამართა და სამი გოლის ავტორი გახდა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.