„იუვენტუსი“ ელოდება, როდის გახდება დემბელე თავისუფალი აგენტი #1TVSPORT
„იუვენტუსი“ ელოდება, როდის გახდება დემბელე თავისუფალი აგენტი #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე „ბარსელონას“ ფრანგი ლეგიონერია, – იუწყება Calciomercato.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელები ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში უსმან დემბელეს შეძენას შეეცდებიან, რადგან ფრანგს სწორედ 2022 წელს ეწურება „ბარსელონასთან“ დადებული ხელშეკრულების ვადა.

„იუვენტუსში“ იმედოვნებენ, რომ დმბელე თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ (ხელსაყრელ ფასად) მათ რიგებს შეუერთდება.

გასულ სეზონში უსმან დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.