„იუვენტუსი" ჟორდი ალბაზე აცხადებს პრეტენზიას
„იუვენტუსი" ჟორდი ალბაზე აცხადებს პრეტენზიას

ტურინის „იუვენტუსი” დაინტერესებულია „ბარსელონას” განაპირა მცველის ჟორდი ალბას შეძენით, – ამტკიცებს „კალჩომერკატო”.

წყაროს ცნობით, „იუვენტუსი” 31 წლის ესპანელს ალექს სანდროს სავარაუდო შემცვლელად განიხილავს. თავად ალექს სანდროს ტრანსფერზე პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი მუშაობს და ბრაზილიელმა, შესაძლოა, ტურინი ზაფხულში დატოვოს.

ჟორდი ალბა „ბარსელონაში” 2012 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2019-20 წლების სეზონში მცველმა 24 მატჩი ჩაატარა კატალონელთა რიგებში, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.