„იუვენტუსი“ დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს
„იუვენტუსი“ დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

„იუვენტუსი“ დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ახალ ხელშეკრულებაზე აქტიურად მუშაობს, – იუწყება Tuttosport.

არგენტინელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა დიბალას ისეთ პირობებს შესთავაზებს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი კლუბში კარიერის ბოლომდე დატოვოს. კერძოდ, საუბარია სეზონში 7 მილიონ ევროზე ხელფასის სახით, რომელიც მომდევნო წლებში ფეხბურთელის ნაყოფიერების პროპორციულად გაიზრდება.

დატოვე კომენტარი