„იუვენტუსი“ დიბალას 2025 წლამდე გაიფორმებს
„იუვენტუსი“ დიბალას 2025 წლამდე გაიფორმებს

ტურინის „იუვენტუსი“ 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს არგენტინელ ფორვარდთან პაულო დიბალასთან. ამის შესახებ წერს ტურინული გამოცემა Tuttosport, რომელმაც ეს ამბავი თავისი ახალი ნომრის პირველ გვერდზე გამოიტანა.

გასული წლის ზაფხულში 26 წლის ფორვარდი შეიძლებოდა „ტოტენჰემში“ გადასულიყო. ფეხბურთელი უკვე მზად იყო კლუბის დასატოვებლად.

ახლა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს დიბალას გაფორმებას. ფორვარდი ითხოვს წელიწადში 10 მილიონ ევროს ხანგრძლივი ხელშეკრულებისთვის.

ამ სეზონში დიბალამ 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.