„იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ ფეხბურთელებს გაცვლიან
„იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ ფეხბურთელებს გაცვლიან

უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნება, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსი“, დიდი ალბათობით  ფეხბურთელებს გაცვლიან, – იუწყება Tuttomercatoweb.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელებს ახალი მარჯვენა მცველი სჭირდებათ და მზად არიან, რომ სერჟ ორიეს შეელიონ. ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტად ალექს სანდრო განიხილება „იუვენტუსიდან“. „ბებერ ქალბატონსაც“ ახალი მარჯვენა მცველი სურს და კლუბები ფეხბურთელების გაცვლისთვის ემზადებიან.

ორიესა და სანდროს გაცვლის თაობაზე „იუვენტუსისა“ და „ტოტენჰემის“ წარმომადგენლები მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.