„იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ დი მარიათი ინტერესდებიან
„იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ დი მარიათი ინტერესდებიან

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს გუნდი.

როგორც ფრანგული პრესა წერს, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებით „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულები.

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კარგად იცნობს დი მარიას „რეალში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად და ყველანაირად ეცდება დაითანხმოს ნახევარმცველი პრემიერლიგაში გადასვლაზე.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ახალ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს თავისი თანამემამულის იმედი აქვს და არ გეგმავს მის გაშვებას სხვა კლუბში. არც 32 წლის ფეხბურთელს აქვს პარიზის დატოვების სურვილი.

ამ სეზონში დი მარიამ 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

დატოვე კომენტარი