„იუვენტუსი“ და „ინტერი“ კიეზასთვის იბრძოლებენ
„იუვენტუსი“ და „ინტერი“ კიეზასთვის იბრძოლებენ

„ფიორენტინას“ ფორვარდმა ფედერიკო კიეზამ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. 22 წლის იტალიელზე პრეტენზიას აცხადებენ „იუვენტუსი“ და „ინტერი“, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.

კიეზა „ფიორენტინას“ აღზრდილია. ფლორენციელთა პირველი გუნდში ის 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

მისი კონტრაქტი „ფიორეტინასთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ხელფასის მიხედვით (1.7 მილიონი ევრო წელიწადში) კიეზა კლუბში ფრანკ რიბერისა და პატრიკ კუტრონეს შემდეგ მესამე ფეხბურთელია.