„იუვენტუსი“ და „ინტერი“ აგუეროთი ინტერესდებიან
„იუვენტუსი“ და „ინტერი“ აგუეროთი ინტერესდებიან

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს სერხიო აგუეროს რამდენიმე ტოპ-კლუბისგან აქვს შეთავაზება.

არგენტინელით აქტიურად ინტერესდებიან „ინტერი“ და „იუვენტუსი“, რომლებსაც კონკურენციას უწევდნენ „ბარსელონა“, „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito.

ზაფხულში აგუეროს უმთავრდება კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან. „სიტი“ მზად არის გააგრძელოს ფორვარდთან ხელშეკრულება, თუ ის დათანხმდება ხელფასის შემცირებას.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში აგუერომ ხუთი მატჩი ჩაატარა. იანვარში არგენტინელმა კორონავირუსი გადაიტანა.