„იუვენტუსი“ ჩელსის ფეხბურთელებით ინტერესდება
„იუვენტუსი“ ჩელსის ფეხბურთელებით ინტერესდება

იტალიური საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ „ჩელსის“ ორი ფეხბურთელის, ვილიანის და პედროს შეძენითაა დაინტერესებული – იტყობინება Tuttosport.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

წყაროს ინფორმაციით ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იმყოფებოდა და „ჩელსის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.