„იუვენტუსი“ ბერნარდესკის გამოეთხოვება
„იუვენტუსი“ ბერნარდესკის გამოეთხოვება

„იუვენტუსი“ აღარ აპირებს აქცენტის გაკეთებას ფორვარდ ფედერიკო ბერნარდესკიზე.

გამოცემა Il Bianconero-ს ინფორმაციით, ეს არის გუნდის მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს პოზიცია, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას გამოუცხადა.

„იუვენტუსი“ შეეცდება ფეხბურთელის გაყიდვას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს. ზაფხულში ბერნარდესკით „ჩელსი“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებოდნენ.

ამ სეზონში ფორვარდმა „იუვენტუსის“ რიგებში ოთხი მატჩი ჩაატარა: ორი ჩემპიონთა ლიგაზე და ორი – სერია A-ში.