„იუვენტუსი“ არკადიუშ მილიკს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს
„იუვენტუსი“ არკადიუშ მილიკს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს

„იუვენტუსი“ „ნაპოლის“ პოლონელ ფორვარდ არკადიუშ მილიკის მიმართ იჩენს ინტერესს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს.

წყაროს ინფორმაციით, მილიკი ტურინში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, „ბებერი სინიორა“ კი მას კონტრაქტს 2025 წლამდე და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში მილიკმა „ნაპოლის“ შეადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ნეაპოლელებთან 2021 წლამდეა ძალაში.