„იუვენტუსი“ ანდრეა პირლოს ნდობას უცხადებს
„იუვენტუსი“ ანდრეა პირლოს ნდობას უცხადებს

სეზონის წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს გაშვებას.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, კლუბში მზად იყვნენ იმისთვის, რომ 41 წლის სპეციალისტს სირთულეები ექნებოდა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში.

ასევე „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ესმის, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით, გუნდის საშუალო ასაკი შემცირდა და პირლოს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ერთიანი გუნდი შექმნას.

აღვნიშნავთ, რომ პირლოს ყველაზე ცუდი სტარტი აქვს „იუვენტუსის“ იმ მწვრთნელებს შორის, რომლებიც კლუბში ანდრეა ანიელის ეპოქაში (2010 წლიდან) მუშაობდნენ. პირველ ექვს მატჩში გუნდმა მხოლოდ ორი მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და ერთი მატჩი წააგო. ამასთან, აქ არ არის გათვალისწინებული ტექნიკური მოგება „ნაპოლისთან“.

ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ექვსიდან ექვსივე შეხვედრა მოიგო. ბოლო 10 წელიწადში „იუვენტუსში“ ასევე მუშაობდნენ ლუიჯი დელ ნერი, ანტონიო კონტე და მაურიციო სარი.