„იუვენტუსი“ 18 წლის ერაყელის შეძენას აპირებს
„იუვენტუსი“ 18 წლის ერაყელის შეძენას აპირებს

ერაყის ნაკრების ფორვარდი, მოჰანად ალი შეიძლება „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება იტალიური პრესა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის წარმომადგენლობა აპირებს, ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს. 18 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონის სკაუტთა ყურადღება 2019 წლის აზიის თასზე გამოსვლით მიიპყრო.

ალი ერაყულ კლუბ „ალ-შორტში“ თამაშობს. ეროვნულ გუნდში მან უკვე 15 მატჩის ჩატარება მოასწრო და რვა გოლი გაიტანა.