იუტამ სან ანტონიო უპრობლემოდ დაამარცხა
იუტამ სან ანტონიო უპრობლემოდ დაამარცხა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. „იუტამ“ საკუთარ არენაზე „სან ანტონიო სპურსი“ მიიღო და დამაჯერენელი ანგარიშით 139-105 დაამარცხა.

„ჯაზის“ შემადგენლობაში საუკეთესო, 20 ქულით, დონოვან მიჩელი გამოდგა. 18 ქულითა და 10 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა. დერიკ ფეივორსმა – 14, ხოლო ჯო ინგლესმა 13 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. 15 ქულით აღნიშნა თავისი დებიუტი „იუტაში“ გუნდის ახალწვეულმა კაელ კორვერმა. გრეგ პოპოვიჩის გუნდში 16-16 ქულით დემარ დეროუზანი და ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩნენ.

ინდიანა – ჩიკაგო 96-90
მაიამი – ორლანდო 90-105
დალასი – პორტლენდი 111-102
ფინიქსი – საკრამენტო 105-122