„იუტა ჯაზმა“ ქუინ სნაიდერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„იუტა ჯაზმა“ ქუინ სნაიდერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„იუტა ჯაზი“ ერთ-ერთია იმ 12 გუნდიდან, რომლებსაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტული არ მოუგია.

„იუტაში“ იმედოვნებენ, რომ ეს ცუდი ტრადიცია უახლოეს პერიოდში შეიცვლება. როგორც ჩანს, „ჯაზის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ქუინ სნაიდერი ხელმძღვანელობასთან კარგი ნდობით სარგებლობს. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სნაიდერმა „იუტასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენი ხნით გაახანგრძლივა ხელშეკრულება „იუტას“ 52 წლის სპეციალისტმა, თუმცა წყაროს ცნობით სნაიდერი „ჯაზში“ დიდი ხანი დარჩება.

ქუინ სნაიდერი „იუტაში“ 2014 წლიდან მუშაობს. მასთან ერთად გუნდმა 227 მატჩი მოიგო, 183-ში კი მარცხი განიცადა.

დატოვე კომენტარი