იუსუფ ნურკიჩმა „ინდიანასთან“ მატჩში მაჯა მოიტეხა
იუსუფ ნურკიჩმა „ინდიანასთან“ მატჩში მაჯა მოიტეხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა.

პორტლენდის“ გულშემატკივრებისთვის დღევანდელი დღე ზედმეტად უიღბლო გამოდგა. „ბლეიზერსმა“ საკუთარ არენაზე „ინდიანასთან“ დიდი ანგარიშით – 87:111 წააგო. მატჩის მესამე პერიოდში „პორტლენდის“ ბოსნიელმა ლეგიონერმა, იუსუფ ნურკიჩმა ხელი დაიზიანა. მან შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.

როგორც შემდგომ გაირკვა, ნურკიჩმა მალკოლმ ბროგდონთან შეჯახების შედეგად, მაჯა მოიტეხა. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის ბოსნიელს.