იუსუფ ფოფანა კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

08:00, 02.09.2026

„სევილიამ“ და „მილანმა“ იუსუფ ფოფანას იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ნახევარმცველი მომდევნო სეზონს ესპანურ გუნდში გაატარებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო მატეო მორეტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 წლის ფოფონა „მილანის“ წევრი 2024 წელს გახდა. ის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, პორტუგალიელი რუბენ ამორიმის გეგმებში არ ჩანდა და ფეხბურთელმა გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, ფოფანა გიორგი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდება. ქართველი ფეხბურთელი „სევილიას“ ცოტა ხნის წინ ლისაბონის „სპორტინგიდან“ 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

„მილანის“ რიგებში ჩატარებულ 88 მატჩში ფოფანამ სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი