იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული რვა მოსამართლე უვადოდ გაამწესა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული რვა მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს იმ მოსამართლეებს უყარა კენჭი, ვინც თანამდებობაზე 2016 წლის 4 იანვრიდან 3- წლიანი ვადით იყვნენ გამწესებული. რვა მოსამართლეს საბჭო 22 ნოემბერს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნებზე მოსამართლეთა თვითშეფასება მოისმინა.  საბჭოს წევრებმა მოსამართლეებს  ღია კენჭისყრით მისცეს ხმა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უვადოდ დაინიშნენ:  ზურაბ ბალავაძე,  ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 14 ხმით. გიორგი გრატიაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ხმით. ალექსანდრე იაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ხმით. მაია კუთხაშვილი- გორის რაიონულ სასამართლოში 14 ხმით. რომან კუპატაძე-გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 13 ხმით. თამარ ლაკერბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ხმით. ნიკოლოზ მარგველაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ხმით. ბადრი ნიპარიშვილი- თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში 14 ხმით.

კენჭისყრის პროცესი შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ და კოლეგებს თანამდებობაზე უვადოდ გამწესება მიულოცა.

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა სამი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული რვა მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხი და რვავე შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღწეული. ვულოცავ ჩემს კოლეგებს”,- აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.