იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრა ჩაატარა იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურდათ
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრა ჩაატარა იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურდათ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს იმსჯელეს იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურდათ.

კანონით, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, სასურველი პოზიცია კონკურსის გარეშე დაეკავებინათ. მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ასეთია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – ინგა კვაჭანტირაძე, გია ბერაია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – სიმონ ჩხაიძე, ეკა ყანჩელი, შორენა წიქარიძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – ვასილ მშვენიერაძე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – თეიმურაზ სიხარულიძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ლელა მილდენბერგერი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – მანანა მესხიშვილი, მაია კუთხაშვილი, ხათუნა ნადიბაიძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია – ზვიად შარაძე; ფოთის საქალაქო სასამართლო – დავით კეკენაძე, დავით გელაშვილი.