იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები შვიდ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის კანონპროექტი, რომელშიც სახალხო დამცველის მიერ პერსონალური მონაცემის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის მოპოვებისა და დამუშავების შესახებ არის დაკონკრეტებული.

ასევე, სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის არის, ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“. კანონპროექტი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითვალისწინებს. საბჭო იმსჯელებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფინანსური გეგმის შესახებაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე არის დაგეგმილი.