იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭო დღეს სულ 14 კანდიდატს გაესაუბრება. ცნობილია რომ, ერთმა მათგანმა კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა.
გასაუბრებას დღეს გაივლიან როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე უვადო და 10- წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატები.მათ შორის არის, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი, რომლის სახელსაც , ე.წ. ციანიდისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა უკავშირდება. მას 10- წლიანი გამოცდილება აქვს და თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში, უვადო მოსმართლე გახდება.
გასაუბრების პროცესს ასევე გაივლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, რომელიც უკვე უვადოდ არის გამწესებული.
პროცესს აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე. მისი განმარტებით, დღეს საბჭოს წევრები კანდიდატებს დაუსვამენ ყველა იმ კითხვას, რომელიც აინტერესებთ, მათ შორის განხილულ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.
„ნებესმიეერ მოსამართლეს, მათ შორის მეც და ყველას, ვისაც უმუშავია და ვისაც აქვს დიდი გამოცდილება, რა თქმა უნდა, კარიერი მანძილზე ექნება არა ერთი გახმაურებული საქმე განხილული. ჩვენ გვაქვს გამოთხოვილი მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის მათი განხილული საქმეები, რომელიც წევრებმა შეისწავლეს და დღევანდელ დღეს უკვე კითხვებით შეეცდებიან, რომ ყველამ მიიღოს პასუხი იმ კითხვებზე“.
შეგახსენებთ, საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც მოსამართლეების შერჩევის მიზნით ტარდება, 43 ვაკანტურ ადგილზე 80 მსურველს აქვს განაცხადი შეტანილი.
საიდანაც, 21 არის ყოფილი მოსამართლე, 17-10 წლიანი გამოცდილების მქონე, ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი, ყოფილი მოსამართლე, ათი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურს დამთავრებული, ჩვიდმეტი კი, კი 3- წლიანი გამოცდილების მქონე.