იუსტიციის უმაღლესი საბჭო 21 იანვარს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 21 იანვარს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხვალ სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

ცნობილია, რომ გასაუბრების პროცესში შვიდი კანდიდატი იღებს მონაწილეობს. ესენი არიან: ნარგიზ ცეცხლაძე, დურმიშხან ჟორჟოლიანი, მარინა ჯიყაშვილი, გიორგი ჭიქაბერიძე, ნინო ხაბალაშვილი​, ლადო ქარქაშაძე და ნათია ქუთათელაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ოქტომბერში დაიწყო, პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ  გასაუბრება განზრახ გაჭიანურდა, მიზეზი კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სიაა. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები სიასთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კანდიდატთა გადანაწილება სასამართლო სისტემაში.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 67-მა კანდიდატმა გაიარა. დღევანდელი გასაუბრების შემდეგ კი, სამი კანდიდატი დარჩება, ვისაც აღნიშნული პროცედურა გასავლელი ექნება .

კენჭისყრის პროცესი გასაუბრების შემდეგ დაიწყება. საბჭოს სხდომა გასაუბრებამდე, 11:00 სთ-ზე აქვს ჩანიშნული. დღის წესრიგით სამი საკითხია განსახილველი.