იური ტილემანსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი იური ტილემანსი „ასტონ ვილადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
„რთულია იმის აღწერა, რამდენად ამაყი ვარ იმით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შევუერთდი. ასეთ განსაკუთრებულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება დაუჯერებელი მოვლენაა. ეს არის საქმისადმი ერთგულების ერთგვარი კულმინაცია. გუნდში თითოეულის ამბიცია ცხადზე ცხადია: ჩვენ, ყველანი მზად ვართ, უახლოეს წლებში ვიბრძოლოთ ყველაზე მსხვილი ტიტულებისთვის“, – მოჰყავს ტიემანსის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
გასულ სეზონში ტილემანსმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.