იური ტაბატაძემ ესპანეთში პირველად ვერ გაიტანა - გურამ კაშია „სლოვანის“ კაპიტანი იყო #1TVSPORT
იური ტაბატაძემ ესპანეთში პირველად ვერ გაიტანა - გურამ კაშია „სლოვანის“ კაპიტანი იყო #1TVSPORT

იტალიის სერია B-ს მე-3 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პადოვას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და ამჯერად ანგარიშზე საგოლე მოქმედება არ ჩაუწერია.

იური ტაბატაძემ პირველად ითამაშა „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში. ლა ლიგა 2-ის მე-5 ტურში ქართველის გუნდმა შინ „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა. ესპანეთში გადასვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტაბატაძემ ვერ გაიტანა. „კადისი“ 11 ქულით მესამე ადგილზეა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში მიუნხენში „ბაიერნს“ ესტუმრა და 0:5 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი წინა ტურში გააძევეს და შეხვედრა გამოტოვა.

თამაში გამოტოვა ზურიკო დავითაშვილმაც, რომლის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-5 ტურში „კლერმონს“ სტუმრად 2:1 სძლია და პირველ ადგილზეა. ქართველი შემტევი მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „სკალიცა“ შინ ტრნავას „სპარტაკთან“ 0:4 დამარცხდა. სტუმართა რიგებში გიორგი მოისწრაფიშვილმა 84 წუთი ითამაშა, ხოლო ლუკა ხორხელი სათადარიგოთა შორის დარჩა.

სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ პირველი ტაიმის შემდეგ გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ 3:1 ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა – 3:3. ნარიმანიძე მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, შესვენების შემდეგ შეცვალეს.